» » ტიროდა და შველას ითხოვდა“ - მედიკოსების რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ტიროდა და შველას ითხოვდა“ - მედიკოსების რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

22 март 2019, Пятница
657
0

8 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ექიმის თქმით, მიუხედავად მათი დაუზოგავი მცდელობისა, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. ის ისკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, დაუზოგავი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შევძელით," - განაცხადა ქაშიბაძემ.

შემთხვევა კი 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვს თამაშის დროს ბურთი გადაუვარდა და მის გამოსატანად, სავარაუდოდ, ქვესადგურზე აძვრა, რის შემდეგაც მას დენმა დაარტყა და მძიმე ხარისხი დამწვობა მიიღო. 

თავდაპირველად მოზარდი ფოთის ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მალევე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მოზარდს სხეულის მძიმე ხარისხის (70%-ის) დამწვრობა აღენიშნებოდა. 

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი ინჟინერი ზურაბ ზალოგინი აღნიშნავს, რომ ქვესადგურზე უსაფრთხოების ნორმა დაცულია და ის დაკეტილი იყო. მისი განცხადებით, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ბიჭუნა ქვესადგურის ბოძზე ავიდა და ეზოში ასე გადაძვრა. ბავშვის ხმა კი ადგილობრივებმა გაიგონეს და კარი ძალის გამოყენებით შეანგრიეს. 

“ადგილობრივებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, ტიროდა და შველას ითხოვდა. გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ ზევით აცოცდა და ჩაძვრა იქ, სადაც პატარა ადგილი იყო ღია. კრიმინალურმა პოლიციამაც შეამოწმა და გამოძიებაც დაწყებულია, რომ აქ ყველაფერი დაკეტილი გვაქვს და თუ ბავშვი ბოძიდან არ გადაძვრებოდა სხვაგვარად იქ ვერ მოხვდებოდა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და ვწუუხვართ ამ ტრაგედიის გამო,“- აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი ინჟინერი.

დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. მათი თქმით, ბავშვს სხეულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა აღენიშნებოდა.

„ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს სხეულის 70% ჰქონდა დაზიანებული. 

“112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 8 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში, აღენიშნებოდა შოკი. სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით. ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა და კვლევა, რის შემდეგაც სასწრაფო წესით, გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში. მის გადასარცენად მედიკოსები ამ დრომდე იბრძოდნენ თუმცა დამწვრობა საკმაოდ მძიმე იყო,” - აცხადებს „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან