» » მის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია – 17 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

მის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია – 17 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

22 март 2019, Пятница
640
0

გუშინ 17 წლის კრეტელმა ბიჭმა საკუთარი სიცოცხლე, მამის იარაღით, თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეგობარ გოგონას დაშორდა და ეს ფაქტი მისთვის უკიდურესად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

მანომ სახლში დაბრუნებისთანავე ჩაკეტა კარი, რათა არავინ შესულიყო და მისთვის ხელი არ შეეშალა. ხოლო როცა მამა მივიდა, შვილს ეძახდა, რომ კარი გაეღო, მაგრამ ამ დროს უკვე ძალიან გვიანი იყო. ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.

მშობლებს მისი უსულო სხეულის დანახვისას დიდ ტკივილთან ერთად, მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდათ თავში: “რატომ?!”

მიზეზი კი 17 წლის ბიჭმა წერილში დაწერა, რომელიც მისი ცხედრის გვერდით იდო.

“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რის გაკეთებასაც ვაპირებ. მაგრამ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია.”

მშობლები და გარდაცვლილის ძმა ვერ იჯერებენ, რომ მანომ სიცოცხლე შეყვარებულის გამო დაასრულა, რომელმაც მას დაშორება სთხოვა.

პოლიცია მის მიერ დატოვებულ წერილს დეტალურად სწავლობს.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან