» » ნოდარ მგალობლიშვილის დაკრძალვის დღეს, 6 წლის წინ დაკარგული ძაღლი გამოჩნდა?

ნოდარ მგალობლიშვილის დაკრძალვის დღეს, 6 წლის წინ დაკარგული ძაღლი გამოჩნდა?

05 апрель 2019, Пятница
386
0

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელიც 27 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის დღე სევდიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ოჯახისა და ნათესავებისათვის. მახათას მთაზე, დაკრძალვის დღეს გამოჩნდა ძაღლი, რომელიც ძალიან ჰგავდა მსახიობის ძაღლს, რომელიც 2013 წელს დაიკარგა.



„გორდას დაკარგვამ ბოლო მომიღო… ცხოველებმა ასე იციან თავის შეყვარება“, - ამბობდა მაშინ ნოდარ მგალობლიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და ყვებოდა, რომ ძაღლი ბრმა იყო და მან შეიფარა.



„რა გითხრათ, ამაზე საუბარიც ხომ უხერხულია?!… შარშანწინ საცხოვრებლად საბურთალოზე გადმოვედი. იმ ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ეს ძაღლი ჰყავდა. შემდეგ ძაღლი თურმე ნათესავთან გააგზავნა მცხეთაში, მაგრამ ორჯერ დაბრუნდა… მერე გავიგე, ბრმა რომ იყო. მცხეთიდან მეორედ რომ ჩამოვიდა, ვიღაცას თავში ჩაურტყამს და დაბრმავებულა. ძალიან შემეცოდა, ვცდილობდი, მომევლო, სულ ვაჭმევდი… ერთ დღეს მეუღლემ მითხრა, ძაღლი ჩვენს ეზოში შემოვიდაო. არ დავიჯერე, ვეუბნებოდი, მოგეჩვენა-მეთქი. გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა მოეგნო, როდესაც 150 მეტრია იმ ადგილიდან, სადაც იგი იწვა. რომ ჩავედი ეზოში და ძაღლი დავინახე, გადავირიე, კაცო, ბრმა ძაღლმა როგორ მომაგნო-მეთქი. ეტყობა, ყნოსვით მომაგნო“, – წერდა მგალობლიშვილი



„ახლა სახლში ძაღლი არ მყავს. ნერვული სისტემა გამინადგურა გორდას დაკარგვის დარდმა… გორდასთან ერთხელ 50 მეტრის მოშორებით ვიდექი, ძაღლი 15 წუთის განმავლობაში წვალობდა და ვამჩნევდი, რომ ყნოსვით მოდიოდა ჩემსკენ. ცუდად მოვიქეცი – განგებ არ გავინძერი, მაინტერესებდა, რას იზამდა. ბოლოს რომ მოვიდა, მომეხახუნა და ჩემს ფეხებთან დაწვა, დავმუნჯდი გაკვირვებისგან”…скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან