» » ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია გული არ გამისკდეს… ამას არავინ მოელოდა

ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია გული არ გამისკდეს… ამას არავინ მოელოდა

07 апрель 2019, Воскресенье
436
0

2016 წლის ბოლოს ირინა სარიშვილს მეოთხე შვილი გიორგი დაეღუპა. პოლიტიკოსი მშობლებისგან მიტოვებულ გიორგის საავადმყოფოში შეხვდა, ბავშვს უიმედო მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ქალბატონმა ირინამ მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა. ორი თვე გვერდიდან არ მოშორებია, ეს პერიოდი საავადმყოფოში გაატარა დედა-შვილმა. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა, ოპერაცია დასჭირდა, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა რამ აწუხებდა და სულ სხვაზე მკურნალობდნენ. ოპერაციას გულმა ვერ გაუძლო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სახლში მომლოდინე ძმების გაცნობა ვერ მოასწრო. ენით აღუწერილი იყო დედის ტკივილი…
გარკვეული დროის განმავლობაში დედა ამ თემაზე ვერც საუბრობდა

აი რამდენიმე თვის შემდეგ კი ირინა სარიშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა, როგორც საკუთრა ფეისბუქ გვერდზე წერს, გიორგიმ მას ტყუპი, მეხუთე და მეექსვე შვილი „გამოუგზავნა“:

“რატომ შევხვდით მე და გიორგი ერთმანეთს.
რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე.
არ მქონდა პასუხი ამ კითხვებზე და დამღრღნა, დამშალა ამ კითხვებმა შვილის დაკარგვის დარდთან ერთად.
გიორგიმ გამცა პასუხი, რომ არაფერი არ დამთავრებულა.
21 მარტს შემატყობინეს რომ ის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძოდი გიორგის გამოსაყვანად და მივიღე, მაგრამ გიორგის ვერ მივუსწარი, კიდევ ძალაშია.

მერე მითხრეს, რომ ცოტა ხნის წინ გიორგის მსგავსი პრობლემებით დატოვეს 3 თვის ტყუპი და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
გიორგი თვითონ ტყუპისცალია და მას და ჰყავს. და როგორც მაშინ, როცა გიორგი ხელში ავიყვანე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში, ისე ახლაც, როცა ტყუპის ამბავი მითხრეს, მივხვდი, რომ ჩემს მეხუთე და მეექვსე შვილზე მეუბნებოდნენ.
გიორგიმ მიმიყვანა ტყუპ დებამდე.ჩემმა მზემ ორი მზე მაჩუქა – ბარბარე და მარიამი.
დღეს საღამოს ჩემ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად შეგეხმიანებით, როცა უკვე ყველა ერთად ვიქნებით – ლუკა, ირაკლი, საბა, მარიამი, ბარბარე და გიორგი…
ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს.
ყველას, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებს, დიდი მადლობა”.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან