PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
140-ზე მეტ ბავშვს გული ამოუღეს – გაუგონარი მსხვერპლშეწირვა კაცობრიობის ისტორიაში

მეცნიერებმა პერუში ბნელ საიდუმლოს მიაგნეს. ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხი იპოვეს.

CNN-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. იქვე ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.

მსხვერპლშეწირვა, დაახლოებით 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს.

ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირეს ახალი დაბადებული ლამებიც. მკვლევრები ამბობენ, რომ თითოეულს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ გული ამოუღეს.

National Geographic-ის ინფორმაციით, ბავშვები ზღვის ნაპირას დაკრძალეს, სახით დასავლეთისკენ, ლამები კი – სახით აღმოსავლეთით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებიც და ცხოველებიც ერთსა და იმავე დროს დახოცეს.скачать dle 12.1
loading...

loading...
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно