» » ამას არავინ მოელოდა რას აცხადებს ლელა კაკულია:

ამას არავინ მოელოდა რას აცხადებს ლელა კაკულია:

10 апрель 2019, Среда
453
0

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება და მას ელექტრომობილების მწარმოებელი მსხვილი კომპანია Changan-ი ააგებს, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან: „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“. 

ქუთაისში დამზადებული ელექტრომობილების ბაზარზე გატანა უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. 
საავტომობილო ქარხნების აგება საქართველოში, მათ შორის, ქუთაისში, ქართველმა ფენომენმა ლელა კაკულიამ მრავალი წლის წინ იწინასწარმეტყველა და მრავალჯერ გამოაქვეყნა გაზეთებსა და წიგნებში. გარდა ამისა, ისაუბრა სატელევიზიო გადაცემებშიც. მაგალითად, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბატონ დავით აქუბარდიასთან ინტერვიუს დროს.

ქვემოთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას ჩანაწერებიდან. 
1999 წელი, 7 ნოემბერი, დღის 2 საათი. 
ვხედავ მომავალში დიდ პროექტებს საქართველოში. ყველგან აშენებენ... 
ცნობილი მანქანების ფირმა შემოდის პროექტებით, რომ ააშენონ ქარხნები. ვხედავ უცხოური მანქანების მინი-ქარხნებს. საქართველოსთვის ეს ძალიან მომგებიანია. ასეა მომავალში ასი პროცენტით. აი ნახავთ!!! 
2012 წელი, 14 ივნისი. 
ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროდუქცია კი დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს. 
ეს სამხედრო ხაზითაც იქნება. მაგალითად, სამხედრო მანქანები, სამხედრო ვერტმფრენები და უამრავი სხვა რამ. 
2013 წელი, 22 იანვარი, 18 საათი და 45 წუთი. 
მომავალში ქუთაისი იქნება ერთ-ერთი ძლიერი და მძლავრი ქალაქი ასევე ეკონომიკურადაც.
2017 წელი, 6 ნოემბერი, 13:15 საათი 
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხედავ ქარხნებს, მინი-ქარხნებს. ვხედავ, მდგომარეობა ძალიან გამოცოცხლდება.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან