» » რა კავშირია სააკაშვილსა და ტარიელ ონიანს შორის…

რა კავშირია სააკაშვილსა და ტარიელ ონიანს შორის…

10 апрель 2019, Среда
367
0

“ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება. მან სწორედ ონიანი გამოიყენა­ 2004 წლის არჩევნებში.­ თუ რუსები ონიანს შემოგვიგდებენ, აჯობებს, ჩვენმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან­ გაუშვან, ვინაიდან ონიანი ჩვენს ძალოვანებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ყველანაირად შეეცდებიან ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნ­და იყვნენ“, – ამის შესახებ პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს.

„თუ რუსები ონიანს შემოგვიგდებენ, აჯობებს, ჩვენმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან­ გაუშვან, ვინაიდან ონიანი ჩვენს ძალოვნებს დიდ პრობლემებს შეუქმნის“. – ამბობს საბანაძე

„ონიანი ასაკშია, ახლა ახალი თაობის ავტორიტეტები წამო­ვიდნენ­ და როგორ მოახერხებს ძველი გავლენის დაბრუნებას, ვერ გეტყვით. მურტალოსი არ იყოს, საქართველო არ შეაწუხოს, თორემ­ სხვაგან რაც უნდა, ის გაუკეთებია. თუ გახსოვთ, ქურდებს­ “დედ ჰასანის” დასაფლავება ლო­ტკინის სასაფლაოზე უნდოდათ,­ მერე ერთმა მაღალჩინოსანმა “თავისი სიტყვა თქვა” და “დედ ჰასანი”­ თვითმფრინავით მოსკოვში გადაასვენეს. ვფიქრობ, ეს საკითხიც ანალოგიურად გადაწყდება.­ არ ვამბობ, რომ ონიანი მძიმე წონის­ ავტორიტეტი არ არის, მან ქიციც იცის და ქიცმაცურიც, სხვათა შორის, ისიც, რომ ახლა სხვა დროა. შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს. უკრაინაში ქურდები უფრო აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ გადათამაშებებში, ვიდრე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მათ იმხელა წონა არა აქვთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ონიანი­ იგორ კალამოისკისთან მეგობრობს­. არც ის არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციამ ონიანი საქართველოს საზღვრებს მოაყენოს, მაგრამ ჩვენი შს მინისტრი არ არის ის კაცი, ზოგიერთმა “კუკლა” გაუჩალიჩოს“, – განაცხადა საბანაძემ.

საბანაძე არ გამორიცხავს, რომ ონიანი საქართველოში 19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნებისთვის გამოიყენონ.

“რუსები ყველანაირად შეეცდებიან ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნ­და იყოს,”– აცხადებს საბანაძე.

ცნობისთვის, ტარიელ ონიანი რუსეთში­ გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 2010 წელს მისჯილ 10-წლიან სასჯელს ორენბურგის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია Чёрный дель­фин-ში იხდიდა. ის ესპანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. რუსული მედიის ცნობით, ონიანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რამდენიმე წლის წინ თქვა. ის ციხიდან დღეს გათავისუფლდა.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან