» » იმფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა რუსეთი ომისთვის ემზადება

იმფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა რუსეთი ომისთვის ემზადება

11 апрель 2019, Четверг
591
0

რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა გააკეთა. იგი განმარტავს, რომ ვლადიმერ პუტინი შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფების მობილიზებას ახდენს.

ალექსანდრ ტურჩინოვი ირწმუნება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის მე-8 არმია არის განლაგებული, ჩრდილოეთით კი, დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 არმია.

„რუსეთის ფედერაცია ემზადება სამხედრო რეაგირებისთვის, ამაში გამოიყენებს სამხედრო კოსმოსური ძალების მე-6 და 44-ე არმიას. მოსკოვმა ჩვენს საზღვართან ახლოს რვა სარაკეტო ბრიგადა განათავსა,“- აცხადებს ტურჩინოვი.

გარდა ამისა, ტურჩინოვი ირწმუნება, რომ რუსებს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავთ პირველი სარეზერვო სატანკო არმია, 49-ე და 58-ე არმიები.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან