PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
რამდენიმე დღე ტურისტის სხეულში ობობა ცხოვრობდა და ბილიკი გაჰყავდა (4 ფოტო)
რას წარმოიდგენდა კუნძულ ბალიზე დასასვენებლად ჩასული დილან ტომასი, რომ მის კანქვეშ ობობა დაიბუდებდა.
ეს ვერც ექიმებს წარმოედგინათ და სწორედ ამიტომ, მათთან სამკურნალოდ მისულ 21 წლის ავსტრალიელს ალერგიის საწინააღმდეგო წამლები გამოუწერეს.

...დილანს წამლებმა არ უშველა, მის სხეულზე არსებული წითელი ხაზი გამუქდა, სითხიანი ბუშტუკები გამოიბერა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმდა.

განმეორებითი შემოწმებისას გაირკვა, რომ ტურისტის კანქვეშ პატარა ობობა მოგზაურობდა.

„დიაგნოზის დადგენის შემდეგ ექიმებმა ოპერაცია გამიკეთეს და სხეულიდან ობობა ამოიყვანეს. მათი აზრით, მწერი სხეულში აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ დარჩენილი პატარა შრამიდან შეძვრა, საშინლად არასასიამოვნო ფაქტია და დღესაც კი მზარავს ამის გახსენებაზე“ - აღნიშნა დილან ტომასმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ობობა კანქვეშ მოგზაურობდა, მას არანაირი შეგრძნება არ ჰქონია.

ტროპიკული ობობა ტესტირებისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.













წყარო - აფხაზეთის  ხმაскачать dle 12.1
loading...

loading...
30 май 0 1 924
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно