PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ზოდიაქოს გურმანები - TOP სამი ყველაზე ღორმუცელა ზოდიაქოს ნიშანი
ასტროლოგებმა ოდითგანვე დაადგინეს დაბადების თარიღსა და ადამიანის გემოვნებას შორის გარკვეული ჯაჭვის კვალი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენში არსებულ კულინარიულ ნიჭს და გასტრონომიულ მიდრეკილებებს არც მეტი არც ნაკლები მთვარისა და ვენერას გავლენა განაპირობებს. არანაკლებ ააქტიურებს მადას გაფართოებისა და მასშტაბების პლანეტა იუპიტერი, რომელსაც თავის მხრივ ასტოლოგები წონის კორექციის პრობლემებზე "კურატორის" ფუნქციასაც მიაწერენ. თუმცა, რაკიღა სტატია ამჯერად გურმანებზეა, სიტყვა "დიეტა" ცოტა ხნით აჯობებს ამოვიღოთ "რაციონიდან". 
მაშ ასე, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე მეტად ღორმუცელობისკენ მიდრეკილებით და კონკრეტულად რა განაპირობებს ამას:

...1.კურო – კუროს ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელიც სილამაზისა და სიამოვნების თემას განაგებს თავის მხრივ. ამიტომაცაა კუროების უმეტესობას რომ კომფორტთან და ლამაზად გაფორმებულ საკვებთან ერთად, გემრიელი ჭამა-სმისკენაც აქტიურად გააჩნიათ მიდრეკილება. კუროს ხორციანი საკვები უყვარს, თუმცა არც მჟავეულობასა და ტკბილეულზე ამბობს უარს. ამ ხალხის უმეტესობას არასოდეს ენანება ფული ხარისხიანი საკვების შეძენაზე. თუმცა, ძალზე ხშირად ისინი თავს იკავებენ რაიმე ტიპის ეგზოტიკური საჭმლის გასინჯვისგან და მადას ტრადიციული, ნაცნობი კერძებით იოკებენ. 

2.კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. ანატომიურადაც კიბოს ზოდიაქოს კუჭი შეესაბამება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, თუ რატომაა ნებისმიერი კირჩხიბისთვის კვების საკითხი წმინდათა-წმინდა თემა. კირჩხიბების დიდი ნაწილი სიამოვნებით მიირთმევს წვნიანსა და ბოსტნეულს. მათ ასევე ძალიან უყვართ სასმელიც, როგორც ალკოჰოლური ისე უბრალოდ ჩაი ან ყავა. ბევრ კირჩხიბს მოსწონს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და აქტიურად ეტანება რძის პროდუქტს ან ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. მათთვის ოჯახის სურსათით მომარაგება არასოდესაა დამღლელი და მომაბეზრებელი პროცედურა. პირიქით, ისინი სიამოვნებითაც კი ასრულებენ ამას. 



სტატია  იხილეთ  სრულადскачать dle 12.1
loading...

loading...
30 май 0 1 650
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно