PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
რა გიშლით ხელს გამდიდრებაში - სიღარიბის მიზეზების ასტროლოგიური ახსნა

ცნობილი ფაქტია, ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ასტროლოგიას საიმისოდ, რომ განსაზღვროს ფინანსური საქმიანობის პერსპექტივა და ამა თუ იმ ბიზნესპროექტის მომავალი. ამომავალი მზის ქვეყანაში რესპექტაბელურ და მსხვილ საბიუჯეტო კომპანიებს კი ხშირად გააჩნიათ საკუთარი, პირადი ასტრო-კონსულტანტები, რომელთაც უშუალოდ კომპანიისთვის ევალებათ ფინანსური ჰოროსკოპის შედგენა. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას ადამიანი შესაძლებელია დავადგინოთ ის, თუ რა შეიძლება გახდეს მისთვის სიღარიბის მიზეზი და რა შეცდომებს უნდა აარიდოს თავი ამ უკანაკნელმა საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს სამომავლოდ... 
ვერძს გამდიდრების შანსებს პირველ რიგში მფლანგველობისკენ მიდრეკილება უზღუდავს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს იშვიათად ეხერხებათ ეკონომია. თუმცა, ყოველთვის პოულობენ გამომუშავების ახალ-ახალ მეთოდებს. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ სიფიცხე და უტაქტობაც აკონტროლონ საკუთარ ხასიათში, თუკი სურვილი აქვთ, რომ მათ სარფიან ბიზნეს-პროექტებს მსხვილი ინვესტორი ან სპონსორი გამოუჩნდეთ. 
...
კუროების უმეტესობა როგორც წესი, იშვიათად უჩივის სიღარიბეს. თუმცა, კოლოსალური სიმდიდრის დაგროვებაც იშვიათად გამოსდის. ამის მიზეზი მისი ზღვარგადასული სიფრთხილე და რისკის მიმართ პანიკური შიშია. ასტროლოგები კუროს ურჩევენ პერიოდულად თანხა ინოვაციურ პროექტებშიც დააბანდონ. ამ გზით მათ შემოსავლის გაზრდის საშუალება მიეცემათ. 

ტყუპი კრეატიულები და ცვალებადები არიან. მათი ფინანსური მდგომარეობაც შესაბამისობაშია ხასიათთან – ანუ იგი არასოდესაა სტაბილური და მყარი. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თავად მათ ეს ძალიან ადარდიანებთ. ასტროლოგები ტყუპს ურჩევენ ფინანსების მოსაზიდად და მათ დასაბანდებლად, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გამოიმუშაონ ხასიათში. ასე მათკენ სოლიდური ინვესტორები დაიწყებენ დინებას. 

კირჩხიბების დიდი ნაწილი ფინანსური საკითხის მიმართ ძალზე ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. იშვიათად ნახავთ კირჩხიბს, რომელსაც დანაზოგი არ გააჩნია "შავი დღისთვის". თუმცა, სიღარიბის შიში მათ მაინც მუდმივად თან სდევთ. ასტროლოგები კირჩხიბს ურჩევენ წუწუნს და თავის შეცოდებას მოეშვან ამ მხრივ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით საზოგადოებაში და ნაკლებად გაამახვილებთ ყურადღებას ფულის თემაზე, მით უფრო გაუჩნდებათ სურვილი ფინანსურად მყარად მდგომ ადამიანებს თქვენთან სათანამშრომლოდ. 

ლომების უმეტესობა ხელგაშლილი და გულუხვია, როცა საქმე ფულსა და მატერიალურ სახსრებს ეხება. ამიტომ როგორც წესი, ამ ხალხის "მეფური იმიჯის" უკან ხშირად იმალება სოლიდური ნულებით დამშვენებული ვალების ნუსხა. ასტროლოგები ლომს ურჩევენ ძვირად ღირებულ ან შემოქმედებით პროექტებს მოჰკიდოს ხელი. იმიტომ რომ საზოგადოებაში თავის დაჭერის მანერა და არისტოკრატული საქციელი მათ მიმართ სოციუმს ნდობით განაწყობს. შესაბამისად, ნებისმიერი, მსგავსი ტიპის პროექტის წარმატება გარანტირებული იქნება. 

ქალწულის ზოდიაქო ფინანსების მიმართ ერთობ წინდახედული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხელმომჭირეობა ახასიათებთ, რიგ შემთხვევაში კი ეს ზოგჯერ სიძუნწესაც უტოლდება. ასტროლოგები ქალწულს ურჩევენ მოეშვას მეწვრილმანეობას საქმეში და ფულთან დაკავშირებულ საკითხებში უფრო მასშტაბური ხედვა გამოავლინოს. 

სასწორის ნიშნით დაბადებულები როგორც წესი ფინანსებს იშვიათად გამოიმუშავებენ მარტო, ინდივიდუალური საქმიანობის ხარჯზე. სასწორს ყველაფრის კეთება პარტნიორთან ერთად ეხალისება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესპარტნიორის სწორად შერჩევას. შესაბამისად, ის თუ რამდენად ობიექტურად ჰყავს სასწორს თანამეინახე შერჩეული განაპირობებს კიდეც მის ფინანსურ კრახს ან პირიქით, მატერიალური აღმავლობის პერსპექტივას.  წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно